Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
08/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამედიცინო სადაზღვევო კომპანია - ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო კაბინეტის გახსნას დაესწრნენ.
07/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში ახალი საცურაო აუზი გახსნა. აუზის რეაბილიტაცია კომპანია ”როიალ 2009”-ამ განახორციელა და იგი ერთადერთია დიდი დიღმის დასახლებაში.
05/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსის შედეგები გააცნეს.
04/06/2010
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა, გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიები 94 ქართველ ახალგაზრდას გერმანიაში სწავლისა და კვლევის მიზნით საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
04/06/2010
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე  ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლეთა კულტურული მემკვიდრეობის კლუბისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ, ძველ ქართულ ხელნაწერთა გამოფენას გაეცნო.
03/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შინაგან საქმეთა  სამინისტროს წარმომადგენელი თამარ ბელქანია თბილისის კერძო სკოლას ”ცისკარი” ეწვივნენ და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრნენ.
03/06/2010
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით, ქარელის რაიონების სოფლებში - დვანში, ტახტისძირსა და დირბში რეაბილიტირებული საჯარო სკოლები გაიხსნა.
02/06/2010
საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ და თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროში მანდატურთათვის ტრეინინგების ჩატარებას.
01/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახალხო დამცველის, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო სახელწოდებით: ,,ბავშვის უფლებაა მოუსმინონ“.
01/06/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით, სამინისტროში  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა.
01/06/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეწვია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა,  საჩუქრები გადასცა და სკოლის ქორეოგრაფიული წრის აღსაზრდელთა წარმოდგენას დაესწრო.
31/05/2010
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე აღინიშნა. ამ მიზნით მეორე კორპუსის ფოიეში სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პიქტოგრამები გამოიფინა, დარიგდა ბუკლეტები და ფლაერები.
29/05/2010
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის 2010 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს  დაესწრნენ.
28/05/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე და  UEFA-ს ჰედტრიკის პროგრამების ხელმძღვანელი ჯოზეფ კლიმენტი ვაკე-საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებს შორის  მიმდინარე საფეხბურთო ტურნირს  დაესწრნენ.
28/05/2010
დიმიტრი შაშკინმა, ,,Microsoft’’-ის ბიზნესის განვითარებისა და ტექნოლოგიური მიდგომების დირექტორმა დან მაკფეტრიჯმა  და ,,Intel’’-ის გლობალური განათლების პროექტის დირექტორმა ბრაიან გონსალესმა შეთანხმებას ხელი ბათუმში მოაწერეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >