Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
19/06/2012
ერთიან ეროვნულ გამოცდებში დარეგისტრირებულთა საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგამოცდო ბარათებს უშუალოდ სკოლებში მიიღებენ, სკოლადამთავრებული აბიტურიენტები და პედაგოგები კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
19/06/2012
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ გიგა შუშანიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების 200 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
18/06/2012
რუსი ექსპერტი და მწერალი ლარისა ბურაკოვა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს უშუალოდ გაეცნო და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ”მომავლის კლასს”, პროფესიულ კოლეჯ ”იკაროსსა” და მასწავლებლის სახლს ეწვია.
18/06/2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების 150 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
17/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუს ექსპერტსა და მწერალს ლარისა ბურაკოვას შეხვდა. ლარისა ავტორია წიგნისა „რატომ გამოუვიდა საქართველოს“, რომელიც ორი წლის წინ გამოვიდა და დიდი დაინტერესება გამოიწვია.
17/06/2012
მცხეთაში "სეზონური ხილის ფესტივალი" გაიმართა. მანდატურები და მცხეთის პირველი  საჯარო სკოლის მოსწავლეები   ფესტივალს შეუერთდნენ.
16/06/2012
საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის  ჩატარდა  პროექტების კონკურსი ”შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით.”
16/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
15/06/2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პროფესიულ კოლეჯში ,,სპექტრი’’ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ვაუჩერული დაფინანსების პროექტის მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულ მსურველებს შეხვდა და მათთან ერთად დაათვალიერა უახლესი სიმულატორებით აღჭურვილი კლას-კაბინეტები, შემდუღებლების, მეფილეებისა და ელექტრიკოსების რეაბილიტირებული სახელოსნოები.
15/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
15/06/2012
ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლიციის შენობებში გადაიტანეს.
14/06/2012
ინფორმაცია გაცდენებთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში არ შეესაბამება რეალობას. კერძოდ, მოსწავლისთვის ნიშნის დაკლება განისაზღვრება იმავე წესის მიხედვით, რაც ცნობილი იყო სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის ადმინისტრაციისთვის და მოსწავლეებისთვის. საგნობრივი საათების გაცდენის გამო ნიშნის დაკლება სემესტრის მიხედვით ამოქმედდება მომავალი სასწავლო წლიდან.
14/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება. დღეს, განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, “8+1“ მოდელი განიხილეს.
13/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მსურველთათვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპს იწყებს. ამჯერად, 1500 მსურველი შეძლებს სასურველ პროფესიას დაეუფლოს.
12/06/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ სამკერვალო საწარმოებისათვის აუცილებელი კადრები  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდება.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >