Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
21/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ გამოცდების პირველი დღე შეაჯამეს.
21/05/2012
დღეიდან საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას სახლიდან გაუსვლელად,  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე, www.facebook.com/emis.ge, online რეჟიმში შეგიძლიათ უყუროთ.
21/05/2012
2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დილის 9 საათზე საქართველოს ყველა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. სკოლები ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.
20/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის მოსახლეობას შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
20/05/2012
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,უსაფრთხო სკოლა’’ მეორე დღეს 33 წარმატებული ქართველი მანდატური დაჯილდოვდა და ყველა მათგანი საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (NASRO) წევრი გახდა. ბენეფიციარი მანდატურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მუშაობენ და განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან.
20/05/2012
საერთაშორისო კონფერენციის-,,უსაფრთხო სკოლა” მონაწილე უცხოელი სტუმრები დღეს ბათუმის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. დაათვალიერეს გონიოს ისტორიული ციხე-სიმაგრე,  პიაცა,  მოინახულეს ახლი მშენებლობები.
19/05/2012
19-20 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ეროვნული ასოციაცია (NASRO) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო კონფერენციას მართავს. კონფერენციის - ,,უსაფრთხო სკოლა’’ მიზანია სასკოლო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის  გაცნობა.
19/05/2012
საატეტსტო გამოცდების წინ, 19 და 20 მაისს საატესტატო გამოცდებზე დარეგისტრირებული ყველა მოსწავლისთვის პრეტესტი მიმდინარეობს. საქართველოს 1600-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ორი დღის განმავლობაში 8 სესიად ჩატარდება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ საგანში გაივლიან, რომლის ჩაბარებაც  საატესტატო გამოცდებზე მოუწევთ.
18/05/2012
თანამედროვე სტანდარტების ფოთის პოფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი’’ 7 მაისიდან ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები შეუდგნენ სწავლას.
18/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდა. 
18/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენაში.
18/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი ბათუმის მოსახლეობას შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ბათუმელ მოსახლეობას მინისტრთან ყველაზე მეტი შეკითხვა მოახლოებულ საატესტატო, ერთიან ეროვნულ და მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებთან დაკავშირებით ჰქონდათ
17/05/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 95 მოსწავლე ფულადი პრემიებითა და სიგელებით დაასაჩუქრა.
17/05/2012
სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა ჩააბარეს. გამოცდა წელს მეორედ ჩატარდა და მასში 1600–ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობდა.
17/05/2012
მანდატურებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს. №179  საჯარო სკოლის მოსწავლეები და მანდატურები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა მუზეუმში  დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები იხილეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >