Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
29/03/2012
საქართველოში პირველად, ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი ინკლუზიური განათლების ძირითადი მიმართულებების განხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
29/03/2012
საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილეს ელიზაბედ დაჰლეს და ნორვეგიის ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანში ელინგ შონსბერგს შეხვდა.
28/03/2012
დიმიტრი შაშკინი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს შეხვდა და პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული და წელს პირველად ხორციელდება.
28/03/2012
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აბიტურიენტთა 73%-მა აირჩია, ხოლო რუსული ენა მხოლოდ 17-მა პროცენტმა, 7%-მა  არჩევანი გერმანულ ენაზე, 3%-მა კი, ფრანგულ ენაზე გააკეთა.
27/03/2012
სერტიფიცირებისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დასრულებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირი საბოლოოდ არის დარეგისტრირებული.
27/03/2012
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მოუსმინეს, რომელმაც სისტემაში  გატარებულ და უახლოეს  პერიოდში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის 2012 წლის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა.
27/03/2012
მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ, საატესტატო და სამაგისტრო გამოცდებზე online რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე 41 000 მსურველი დარეგისტრირდა, ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს.
27/03/2012
პროექტის „დემოკრატია იწყება შენით“ ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა მეორედ ჩატარდა. საქართველოდან და სომხეთიდან არჩეულმა მოსწავლეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელსაც ისინი მოგვიანებით  ბრიუსელში, ევროპარლამენტში წარადგენენ.
26/03/2012
რეფორმების გასაცნობად ამჯერად, საქართველოში ბრაზილიელი სენატორი კრისტოვამ ბუარკე ჩამოვიდა. სენატორს დღეს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი  შაშკინი შეხვდა და განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები პირადად გააცნო.
26/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ი (ელექტრონული კატალოგი)  შეიქმნა. კატალოგში შესულია დეტალური ინფორმაცია საჯარო სკოლების შესახებ.
25/03/2012
საქართველოს განათლებისა და მენიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია და ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. ჟვანიას სკოლაში 82 დირექტორი ამჟამად, ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსს გადის.
24/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების რამდენიმე მსურველს  1000 ლარიანი ვაუჩერი პირადად გადასცა.
23/03/2012
კიდევ ერთი მასწავლებლის სახლი საქართველოში - ქუთაისის მასწავლებლის სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასთან და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენრტის დირექტორთან, გია მამულაშვილთან ერთად გახსნა.
23/03/2012
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ჯანმრთელობის, შრომისა  და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პროფესიული განათლების ცენტრ „იკაროსს“ ეწვივნენ.
22/03/2012
სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელები  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საჯარო ლექციას და საგანმანათლებლო ინტერნეტ თამაშის ”სასამართლო” პრეზენტაციას  დაესწრნენ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >