Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
13/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყირგიზეთის განათლების მინისტრს კანატ სადიკოვს შეხვდა და საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები პირადად გააცნო.
13/03/2012
ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებული და სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით, საქართველოში ევროპაში ერთადერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია ფუნქციონირებს, სადაც უნიკალური კვლევითი სამუშაოების ჩატარებაა შესაძლებელი.
12/03/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა პროფესორ-მასწავლებლები საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სფეროში ლექციებს კითხულობენ და პრაქტიკულ მეცადინოებებს ატარებენ.
11/03/2012
მანდატურების ინიციატივით მოსწავლეებისთვის ხელოვნების კვირეული დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში მანდატურები და სხავდასხვა სკოლის მოსწავლეები მუზეუმებს ესტუმრებიან.
10/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, მეორე წელია ”ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობის პროექტს” ახორციელებს.
10/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმატებით დასრულდა სამინიტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა ატესტაციის პროცესი. გენერალური ინსპექციის ყველა თანამშრომელმა წარმატებით ჩააბარა საატესტაციო გამოცდები, საუკეთესო ექვი თანმშრომელი მინისტრმა პირადად დააჯილდოვა და სამკერდე ნიშნები გადასცა.
09/03/2012
ბათუმში საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოში 25 წამყვანი უცხოური საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ.
09/03/2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში  ქართული ენის სახლი გახსნა და  კაფსულების ჩაშვებით ორი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
09/03/2012
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს, სამართლებრივი ოლიმპიადა გაიმართა.
09/03/2012
2010 წლიდან ორგანიზაცია PH International საქართველოში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს. პროექტი, რომლის მიზანია სასკოლო სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლება და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება.
08/03/2012
მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს საგნობრივი, პროფესიული უნარებისა და ლაბორატორიული ნაწილის ტრენინგებს დაესწრო.
08/03/2012
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ფოტონამუშევრების გამოფენა – კონკურსი გაიმართა. კონკურსი საქველმოქმედო აქციით დასრულდა და  ფოტოების გაყიდვით შემოსული თანხა,  საქართველოს ონკო–ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირის ანგარიშზე, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად გადაირიცხა.
07/03/2012
საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კონკურსში ”Imagine Cup”. კონკურსში გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება. კონკურსის თემაა სამყარო, სადაც ტექნოლოგია ჩართულია მსოფლიოს აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესში.
07/03/2012
საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან და პროკურატურასთან ერთად, ანტინარკოტიკულ კამპანიაში თბილისის მერიაც ჩაერთო. დღეს, სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრა  გაიმართა.
06/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” საიტისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მინისტრი დიმიტრი შაშკინი და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრნენ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >