Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
02/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მიიღეს მონაწილეობა.
01/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია გახსნა. ახალ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  ექსპერიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება
01/03/2012
განათლებისა და მეცნერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პირველად საქართველოში ახალი ელექტრონული საგანმანათლებლო გაზეთი შექმნა.
29/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლესი სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიებს გაეცნო და ბიუროს ხელმძღვანელთან, გიორგი ხიზანიშვილთან ერთად სტუდენტებს შეხვდა.
29/02/2012
ახალგაზრდები, ენერგიულები, გამბედავები - ეს სამი სიტყვა აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საქართველოს რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობებს ქართულს ასწავლიან.
28/02/2012
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში  კრიმინალისტიკის ლაბორატორია ამოქმედდა, სადაც რეალურ სიტუაციებთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობებია. ლაბორატორია დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
28/02/2012
25-27 თებერვალს სასტუმრო ”რედისონ ბათუმში” უნივერსიტეტების პრეზიდენტების ევროპული ასოციაციის (IAUP) კონფერენცია გაიმართა
27/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით,  „ქართული კალიგრაფიის’’ კონკურსი ტარდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, სტუდენტებს და საქართველოს მოქალაქე სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ემიგრანტ ქართველებს.
27/02/2012
ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ფუნქციონირება ახალმა საიტმა დაიწყო. www.edublog.ge პირველი საიტია, რომელიც საკუთარ მკითხველს მხოლოდ განათლების სფეროს შესახებ არსებულ ბლოგებს სთავაზობს.
26/02/2012
”განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012-ის” მონაწილე უცხოეთის ქვეყნების სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლები საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმების გასაცნობად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და გაცვლითი პროგრამების ამოქმედების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს შეხვდნენ.
26/02/2012
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, გორის  მანდატურებმა ერთი დღე  ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებთან ერთად გაატარეს. მანდატურები და ბავშვები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ სადაც მათ 48100-ზე მეტი ექსპონანტი დაათვალიერეს.
26/02/2012
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, ოკუპაციის თემაზე მორიგი შეხვედრა „მწვანე სკოლაში“ გაიმართა. მოსწავალეებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა 1921 წლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და რუსეთის მიერ საქართველოში განხორიციელებულ აგრესიაზე ერთობლივად იმსჯელეს.
25/02/2012
საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში პროექტების კონკურსში ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” გამარჯვებული სკოლებისა და მათი მოსწავლეების დაჯილდოება და მე-12 კლასის მოსწავლის, ავთანდილ სოფრომაძის, ისტორიული ნაშრომის ”სისხლიანი აგვისტო” პრეზენტაცია გაიმართა.
25/02/2012
თბილისის იუნკერთა სახელობის №52 საჯარო სკოლაში 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა.
25/02/2012
მეექვსე საავტორო სკოლის გურამ რამიშვილის სახელობის სასწავლო-შემოქმედებითმა ლაბორატორიამ თავისი პირველი პრეზენტაცია 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის  თემას მიუძღვნა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123   >