Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
19/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ჭადრაკის დიდოსტატმა გარი კასპაროვმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი საქართველოში მოზარდთა ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განმავითარებელი სპორტის სახეობის  -  ჭადრაკის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
19/01/2012
მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამების მომზადების მიზნით, სპეციალურმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა. კომისიის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კულტურის მინისტრი ნიკა რურუა შეხვდნენ.
18/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  მასწავლებლის სახლში რუსეთის აკადემიური წრეების, სხვადასხვა ტიპის უფლებადაცვითი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნირების სფეროში განხორციელდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი.
17/01/2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს. სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, ინვენტარით და სრულად პასუხობს თანამედროვე  სტანდარტებს.
17/01/2012
მსოფლიოში ცნობილმა იტალიელმა სამრეწველო დიზაინერმა ჯორჯეტო ჯუჯარომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. საუკუნის დიზაინერმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატების მიღწევის გზებზე ესაუბრა.
17/01/2012
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საუკუნის სამრეწველო დიზაინერი, საავტომობილო დიდების დარბაზის (Automotive Hall of Fame) წევრი იტალიელი ჯორჯეტო ჯუჯარო იმყოფება, რომელსაც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  შეხვდა.
16/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-4 დონის წიგნები თბილისის 104-ე სომხურენოვან სკოლას თავად გადასცა.
15/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ფოტო-კონკურსში ”ახალი წელი სკოლაში” გამარჯვებულები დააჯილდოვა.  თბილისის №51, №24 და №10 საჯარო სკოლებს სამინისტროსგან საჩუქრად Smart-Board-ები გადაეცათ.
15/01/2012
პროგრამის ”ასწავლე და  ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
14/01/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე გამარჯვებული ქართული ჯგუფი “Candy”-ის წევრები ინგლისში New College Nottingham-ში  ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.
14/01/2012
მანდატურები იაშვილის კლინიკაში არსებულ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ და  ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს. მანდატურებმა ცენტრში 40-მდე მოზარდი მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.
13/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების  წესის შემოღება ვაუჩერული დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობას უკავშირდება, რომელიც როგორც  საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ  ხარჯვას გამორიცხავს. 
13/01/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მრავალშვილიან მეცნიერს ძველი ახალი წელი მიულოცეს.
12/01/2012

თბილისის №126 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

11/01/2012
სპორტის მასწავლებლებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამები მომზადდება. ამ მიზნით, სპეციალურმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >