Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
03/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მასწავლებლის სახლში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა და მათ განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
02/11/2011
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის უფროსკლასელებთან ერთად დაათვალიერა.
02/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” თავმჯდომარემ მიხეილ დევდარიანმა  და საქართველოში აივ პრევენციის დირექტორმა მამუკა ჯიბუტმა პროექტის  "არჩევანი შენზეა" დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
01/11/2011
2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასისთვის განკუთვნილ საათობრივ ბადეში  ე.წ. ”აბიტურის საათები” გამოიყო.
31/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი და საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელი გორან შევჩენკო  საჩოგბურთო კლუბ "GioMir"- ში მოსწავლეებს შორის ჩოგბურთში გამართულ ფინალურ შეხვედრას დაესწრნენ.
31/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი პირველია სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომელმაც ონლაინ დახმარების მომსახურეობა აამოქმედა. დღეს, პროგრამის მუშაობას მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირადად გაეცნო.
30/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პარიზის საკვირაო სკოლის პედაგოგებს  პირდაპირი ჩართვის რეჟიმში ესაუბრა
30/10/2011
მანდატურები და 175-ე საჯაროს კოლის მოსწავლეები მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრს ეწვივნენ. მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად  მსახიობი მზია არაბულის მიერ წაკითხული ვაჟა ფშაველას ლექსები  მოისმინეს. ღონისძიება  ვაჟა-ფშაველას კვირეულთან დაკავშირებით მოეწყო.
30/10/2011
პროგრამის ”ასწავლე და  ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
29/10/2011
საქარათველოს პრემიერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში საჯარო სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მთავრობის 10 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა.
29/10/2011
მანდატურები იაშვილის კლინიკაში არსებულ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ. მანდატურებმა ცენტრში 40-მდე მოზარდი მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს. ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა და კომპანია “ტკბილმა ქვეყანამ“ ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.
28/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ”ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში” გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრას საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
27/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური №77 საჯარო სკოლაში გამართულ ქიმიის ლექცია-გაკვეთილს დაესწრნენ.
26/10/2011
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით სკოლებში მიმდინარეობს ტექნიკური საგნების გაძლიერებულად სწავლება,  ხორციელდება სკოლებისა და  უმაღლეს სასწავლო დაწესებულებების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით აღჭურვა.
26/10/2011
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი პედაგოგებს შეხვდა. გია მამულაშვილი რუსთავის №13-ე  საჯარო სკოლის პედაგოგებს მათი საჭიროებების შესახებ ესაუბრა და მათ მასწავლებლის სახლის კონცეფცია გააცნო.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >