Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
14/11/2011
ვიზიტის ფარგლებში  ამერიკენმა  სტუმრებმა დაათვალიერეს მრავალფუნქციური მასწავლებლის სახლი, სადაც მიმდინარეობდა ქართველ მანდატურთა  ტრენინგი ინკლუზიური განათლების კუთხით.
14/11/2011
საქართველოში მყოფი ამერიკის მანდატურთა ასოციაციის წარმომადგენლები  თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვივნენ, სადაც სკოლის მანდატურებს შეხვდნენ და მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაეცნენ.
14/11/2011
ამერიკელმა სტუმრებმა პოლიციის აკადემიაც მოინახულეს, ნახეს ის გარემო, სადაც ხდება მანდატურების გადამზადება, როგორც თეორიაში, ასევე სპორტულ ნორმატივებში.
14/11/2011
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლებლად 160 ინდოელი სტუდენტი  ჩამოვიდა.  უცხოელ სტუდენტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დახვდა.
12/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ”საქართველოს ეკონომიკის ოლიმპიადა 2011”-ის 1, 2 და 3 ადგილზე გასულ  სტუდენტებს პორტატული კომპიუტერები გადასცა.
11/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიული სასწავლო დაწესებულებების  წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა  გააცნო.
11/11/2011
მასწავლებლის სახლში არსებულ თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ფიზიკის გაკვეთილი ჩაუტარდათ.
10/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა ქართველ მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადასცეს.
10/11/2011
საქართველოში საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ვიზუალური ხელოვნების აკადემიის” დაფუძნებასა და აღჭურვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ZAO Sony Electronics-ის დირექტორმა იოკიჰირო ნაგაჰამამ ხელი შესაბამის  მემორანდუმს მოაწერეს.
09/11/2011
საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა ამჯერად, სკოლის მანდატურებს გააცნო და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.
08/11/2011
უკვე მერამდენედ პარლამენტის წევრი ჯონდო ბაღათურია ჩვეული სიცრუით ცდილობს კიდევ ერთხელ შეიყვანოს ქართველი საზოგადოება შეცდომაში. მარტვილის რაიონის საჯარო სკოლა, რომელსაც აქვს მინიჭებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის გელა ჭედიას სახელი, არ არის ლიკვიდირებული და ამ სკოლაში სწავლა ხორციელდება ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე.
08/11/2011
ყვარლის მეორე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლემ ნუკი ავაზაშვილმა დაბადების დღეზე პრეზიდენტისგან საჩუქარად iPad-ი და ტორტი მიიღო. პრეზიდენტის საჩუქარი მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადასცეს.
07/11/2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის მეორე საჯარო სკოლაში ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა. ,,ჯეოსელის’’ კლასი ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და ცამეტი მონიტორი.
07/11/2011
სამტრედიის სკოლა პანსიონში  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა  ხატვის კონკურსი ჩაატარა. 15 აღსაზრდელის ნამუშევრები გამოცდილ მხატვრებთან ერთად მანდატურებმაც შეაფასეს და სამი გამარჯვებული გამოავლინეს.
05/11/2011
საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საზოგადოებისათვის საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმის  გაცნობას განაგრძობს. ამ მიზნით მინისტრი მასწავლებლის სახლში ქვემო ქართლის რეგიონის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123   >