Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
17/10/2011
17-21 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მაღალი ენერგიების ფიზიკის მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებით, მე-6 კონფერენცია მიმდინარეობს.
17/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლობის მსურველთათვის პროგრამა ,,მაძიებლის’’ ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა.
16/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე და ცენტრის წარმომადგენლები დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლას ეწვივნენ  და, დაპირებისამებრ, რესურსების ოთახი საზეიმოდ გახსნეს.
15/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და  ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ქვემო ქართლის საჯარო სკოლების 70-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს.
15/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს მიერ facebook-ის მომხმარებლებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსების „ულამაზესი სვანეთი“ და ”მე სკოლაში მივდივარ”  გამარჯვებულები დაასაჩუქრა.

15/10/2011
სკოლის მანდატურები  საქველმოქმედიო აქციებს განაგრძობენ. ამჯერად მანდატურები  ხარიტონაშვილების  მრავალშვილიან ოჯახს თელავში  ესტუმრნენ. ხარიტონაშვილების ოჯახს, სადაც შვიდი მოზარდი ცხოვრობს, მანდატურებმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და  საჩუქრად ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და  სასკოლო ინვენტარი გადასცეს.
13/10/2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გახსნეს. უნიკალურ სასწავლო ცენტრში სამშენებლო სფეროსთვის აუცილებელი 100-მდე ლაბორატორიული სამუშაოს განხორციელებაა შესაძლებელი.
13/10/2011
მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის პირველი  საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლებული სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გახსნეს.
13/10/2011
ახალ სასწავლო წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი საკვირაო სკოლები ახალი სასწავლო პროგრამებით და ახალი სახელმძღვანელოებით შეხვდნენ.
13/10/2011
13 ოქტომბერს მსოფლიო კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაშმი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი დაესწრნენ.
12/10/2011
მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ”კავკასიის უნივერსიტეტის” 300-მდე კურსდამთავრებულს საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადაეცათ. ღონისძიებას დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ.
12/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ახალციხის №1 საჯარო სკოლის 180-ე წლის იუბილეს დაესწრო და სკოლის ორ წარმატებულ მოსწავლეს - ჯემალ მაკარიძეს და თათია კოტაძეს საჩუქრად  პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
12/10/2011
სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი ”წიგნის მეგობარი” გრძელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე თბილისის №51 სკოლის მეორეკლასელებს შეხვდნენ და პატარებს კითხვის და ზოგადად წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
12/10/2011
ლენტეხის რაიონის სოფელ ჟახუნდერში ახალი სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ  დაათვალიერა.
11/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გახსნეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >