Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
01/10/2011
მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები მოინახულეს. მოზარდებს მანდატურებმა და კომპანია „მასტერ სპორტ“-ის წარმომადგენლებმა  სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. სპორტული ინვენტარი, რომელიც    მოზარდებს გადაეცათ, მათ ჯანსაღი წესით ცხოვრებაში დაეხმარება.
30/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ახლადრეაბილიტირებული “თბილისის მწვანე სკოლა” დაათვალიერა. “თბილისის მწვანე სკოლა”  №134-ე საჯარო სკოლის პრივატიზების შედეგად, რამდენიმე თვის წინ დაარსდა და ავტორიზაციის პროცედურა წარმატებით გაიარა.
30/09/2011
პროგრამის ” ასწავლე და  ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს, თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
29/09/2011
იმ აბიტურიენტებისა და  სტუდენტების საყურადღებოდ,  რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ ან სწავლობდნენ იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებმაც ვერ გაიარეს ავტორიზაცია, გაცნობებთ, რომ არცერთი სტუდენტის უფლება არ იქნება დარღვეული, მეტიც, ყველა სტუდენტი გადანაწილდება ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში და შესაძლებლობა ექნება იგივე საფასურით მიიღონ უფრო მაღალი ხარისხის განათლება.
29/09/2011
ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში ახალი სკოლა აშენდა.  ახლადაშენებული სკოლა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
28/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №94-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა ”ალგორითმი” დაათვალიერა.
28/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში“ ჩეხი და ქართველი მოსწავლეების ერთობლივ პროექტს გაეცნო.
27/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. თელავის  შუალედურ არჩევნებში"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატთან ვასილ დავითაშვილთან ერთად მინისტრი თელავის, იყალთოს, ყარაჯალასა და კონდოლის მოსახლეობას ესაუბრა.
27/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და საქართველოს განვითარების სააგენტოს - ”ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა” - დამფუძნებელმა ლიანა სირაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
26/09/2011
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროგარმაში ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’ მონაწილე პედაგოგებს შეხვდა. პრეზიდენტმა მათ მდინარე დურუჯის ხეობაში ”ილიას ტბის” მშენებლობა დაათვალიერებინა და საკუთარ ვენახში რთველში უმასპინძლა.
26/09/2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა გახსნა. პრეზიდენტი სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს ესაუბრა და თანამედროვე  კაბინეტები დაათვალიერა.
26/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რეგენტთა საბჭოს თავმჯდომარემ კოკა სეფერთელაძემ რეგენტთა საბჭოს პირველი სხდომა გახსნა. რეგენტთა საბჭო 2011 წლის 10 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №1618 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა და მუშაობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეუდგა.
25/09/2011
პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მონაწილე უცხოელი პედაგოგები დღეს კახეთს ეწვივნენ და რთველში მიიღეს მონაწილეობა. ასამდე მასწავლებელმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან პროფესიული კოლეჯის “აისი”  ბაზაზე არსებულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს.
24/09/2011
სკოლის მოსწავლეებში ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივებისა და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”.
24/09/2011
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა ჩვილბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.  ბავშვთა სახლის პედაგოგებს კი  სხვადასხვა სახის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში გაუწიეს დახმარება.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >