Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
21/08/2011
მანდატურებისა და გარემოს დაცვის სამინსიტროს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში  ამჯერად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში სუფთავდებოდა.
20/08/2011
კალათბურთში  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეგობრობის თასზე ორდღიანი ტურნირი გაიმათა. ერთმანეთს პროგრამის „ასწავლე და ისწავლე  საქართველოსთან ერთად“ მონაწილე უცხოელი პედაგოგების, სამინისტროს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ამერიკის მშვიდობის კორპუსის გუნდები შეხვდნენ.
20/08/2011
თანამედროვე სკოლა შენდება ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში. სკოლის მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
19/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას ბევრ სიახლეს სთავაზობს. ახალ სასწავლო წელს სკოლებში ინფრასტრუქტურული, ტექნოლიგიური და შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდა.
19/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა იტალიური და თურქული ენების საგნობრივ პროგრამებზე მუშაობა დაასრულა.
18/08/2011
ახალი სასწავლო წლისათვის თბილისის ასათ საჯარო სკოლას განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სარემონტო სამუშაოებს ერთდროულად ასათივე საჯარო სკოლაში ახორციელებს.
18/08/2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოებას. ამჯერად, მინისტრის მოადგილემ  ნოდარ სურგულაძემ და ქალქა ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ იმერეთის რეგიონის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

18/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, დმანისის კვლევითი ჯგუფის და საველე სკოლის მონაწილეებს 2011 წლის საზაფხულო საველე სკოლის დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
17/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების 2011 წლის შედეგები გამოაქვეყნა.  გამოცდების შედეგები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ,  გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა  მაია მიმინოშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე  გამოაცხადეს.
16/08/2011
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს.
16/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ტყიბულის რაიონში ახალ საბაზო სკოლას აშენებს. სოფელ მუხურაში სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა  მინისტრის  მოადგილემ ნოდარ სუგულაძემ  და იმერეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ გრიგოლ მატარაძემ დაათვალიერეს.
15/08/2011
პროფესიული განათლების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. პროფესიული კოლეჯების სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის გავლისა და მათი დასაქმების მიზნით, სამინისტრომ დასასვენებელ კომპლექს ”Golden Fleece” - თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
14/08/2011
ქართველი მოსწავლეები ბრიტანეთის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდნენ, ამავე დღეს ინგლისში წარჩინებულ მოსწავლეთა ახალი ჯგუფი გაემგზავრა. ზაფხულის განმავლობაში 32 მოსწავლე, ინგლისში ოთხ ნაკადად გაემგზავრება.
13/08/2011
სკოლის მანდატურებმა “მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში” სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს 100 მანდატური დაეხმარა. 
13/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფრეთელაძემ ქუთაისის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა, პრაქტიკული მეცადინეობისათვის საჭირო ყველა ბაზა მოინახულა და კოლეჯის ეზოში მიმდინარე  სასწავლო სახელოსნოების მშენებლობასაც გაეცნო.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >