Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
13/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფრეთელაძემ ქუთაისის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა, პრაქტიკული მეცადინეობისათვის საჭირო ყველა ბაზა მოინახულა და კოლეჯის ეზოში მიმდინარე  სასწავლო სახელოსნოების მშენებლობასაც გაეცნო.
12/08/2011
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროექტის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს ქ. ქუთაისში ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ინტენსიური ტრენინგი უტარდებათ.
12/08/2011

პროექტის ,,ასწავლე  და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში საქართველოში მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლის ახალი ეტაპი გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.

11/08/2011
30 აგვისტომდე ყველა დიდ ქალაქში სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრობები გაიმართება და წიგნის მაღაზიები მოეწყობა. შესაბამის მემორანდუმს რამდენიმე დისტრიბუტორ ორგანიზაციასთან  ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერეთელაძემ მოაწერა.
11/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა  საჯარო სკოლის დირექტორობის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
10/08/2011

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსს აცხადებს. კონკურსი ცხადდება საბაზო და საშუალო საფეხურების ყველა საგნისთვის და დაწყებითი საფეხურის რამდენიმე სახელმძღვანელოზე, სულ 40 ერთეულზე.

10/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სენაკის რაიონში ახალ სკოლას აშენებს. სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა მინისტრის  მოადგილემ ირინე ქურდაძემ დაათვალიერა.
10/08/2011
გრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.
09/08/2011
ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, ყველა საგნის მიხედვით, აბიტურიენტთა, სტუდენტთა და მაგისტრობის კანდიდატთა ქულები და ნაშრომებია განთავსებული.
09/08/2011
საქართველოს მასშტაბით ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ყველა პირველი კლასის დამრიგებელთა ტრენინგი მიმდინარეობს. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გადამზადების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი გაეცნენ.
08/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ერთ-ერთი მათგანის, კაპიტან ლერი ლაგურაშვილის შვილს ანა ლაგურაშვილს მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საჩუქრად პორტატული კომპიუტერი და წიგნები გადასცა.
08/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ სასწავლო დაწესებულებების 40 მანდატურს სამაშველო კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
07/08/2011
”პრაიმტაიმის” ინიციატივით აგვისტოს ომში გარდაცვლილი  ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეუერთდა. კოკა სეფერთელაძემ და მანდატურებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაოები ყვავილებით შეამკეს.
06/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველ ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ ისწავლონ კერძო სკოლებში გრძელდება.
06/08/2011
სასწავლო დაწესებულების მანდატურები და პარლამენტის წევრები რუსუდან კერვალიშვილი, ლაშა თორდია და ვახტანგ ბალავაძე, ბავშვთა სოფელ თბილისს“ ესტუმრნენ, ბავშვთა სახლში 5 წლიდან 14 წლამდე 70 აღსაზრდელი ცხოვრობს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >