Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
14/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალ სკოლას აშენებს.  მომავალი წლიდან ამ სოფლის მოზარდები თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში ისწავლიან.
13/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან დამოუკიდებელი იურიდიული პირები.
13/07/2011

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის დასრულებამდე რამდენიმე კვირა დარჩა. ამ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა და  პროცესთან დაკავშირებული დეტალები განმარტა.

12/07/2011
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2011-2012 სასწავლო წელს, სოციალური პროგრამის ფარგლებში საუკეთსო ქულების მქონე ორმოცდაათი იძულებით გადაადგილებული სტუდენტის მაგისტრატურაზე სწავლება 2250 ლარით დაფინანსდება.
12/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე ბაზალეთის ტბის სასტუმრო კომპლექსში მიმდინარე 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ.
11/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში ,,აიტი’’ საზაფხულო სკოლის ფუნქციონირებას გაეცნო და მსმენელებს შეხვდა.
11/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს დილით ეწვია და მასწავლებელთა რეგისტრაციის პროცესს გაეცნო. დღეს გამოცდებს დაწყებითი კლასების, ქიმიისა და ისტორიის პედაგოგები აბარებენ.
10/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი და ობიექტური რადიოს ”ეხო მასკვის”  მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს შეხვდა.
09/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
09/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზესტაფონის №7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს გიორგი ედიბერიძეს საკუთარი სკოლის საუკეთესო ვებ-გვერდის შექმნისთვის პორტატული კომპიუტერი გადასცა.
09/07/2011
მანდატურებისა და გარემოს დაცვის სამინსიტროს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში  „პოლიეთილენის პაკეტი-ბუნების მტერია„ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში სუფთავდებოდა.
08/07/2011
პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები პროფესიულ უნარებში დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა  ბრიფინგი გამართეს.
08/07/2011
დაიწყო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა  სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის პროცესი. საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის კლასიკური გიმნაზიის სამეურვეო საბჭოს დირექტორობის კანდიდატი ამირან ჯამაგიძე წარუდგინა.
08/07/2011
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადა 2011-ზე გაემგზავრა. საქართველოს წარგზავნილები ტაილანდის დედაქალაქში ფიზიკის 42-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის სახელს დაიცავენ.
08/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური პროფესიული ცენტრი მოინახულა. სასწავლებელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა და 2011 წლის მარტიდან ფუნქციონირებს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123   >