Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
20/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნოპარკის პრეზენტაციას დაესწრო.
19/06/2011
სასწავლო დაწესებულების  მანდატურებმა და კომპანია „ტკბილმა ქვეყანამ“ ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს. ერთობლივი აქციის ფარგლებში 200-მდე აღსაზრდელს მანდატურებმა და კომპანია „ტკბილმა ქვეყანამ“  ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები  გადასცეს
18/06/2011
თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები და  2011 წლის საუკეთესო მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.
18/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ კოლეჯში ”აისი” გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია თემაზე: ”პროფესიულ კოლეჯებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება”.
18/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის  მიერ გაწეული საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო.
17/06/2011
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტების სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები ჩაერთვებიან.
17/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის განათლების მინისტრს მისარ მარდანოვს.
17/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინეს.
16/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
15/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
14/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ფორუმისა და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
14/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი, კრიმინალისტიკისა და ტელე-რადიო ლაბორატორიები გახსნა.
14/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში I-VI კლასებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. მ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ კონკურსის შედეგები შეაჯამეს.
13/06/2011
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საატესტატო გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთავრებულებს შეხვდა. შეხვედრაზე მყოფმა მოსწავლეებმა ყველა საგანში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
13/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონსტიტუციური უსაფრთხოების  დეპარტამენტთან ერთად კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი გამოავლინა. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა სასკოლო წიგნების გრიფირებასთან დაკავშირებულ კორუფციული გარიგების მცდელობას.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >