Facebook Twitter Youtube Flikr

poster
06.02.12
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო ოთახები და სპეცსაცავები. განახლებული ბიბლიოთეკა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნეს.
05.02.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გუდაურში მას-მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ განხორციელებული სიახლეები  და ახალი სამოქმედო გეგმა გააცნო.
05.02.12
რუსთავის  სკოლების მანდატურები რუსთავის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და მოზარდებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს და საკუთარ წარმატებებზე და მიზნებზე ესაუბრნენ.
04.02.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დიდთოვლობასთან დაკავშირებული  პრობლემების გასაცნობად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო სკოლები მოინახულა.
04.02.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” მმართველმა ანა თაქთაქიშვილმა თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
03.02.12
საქართველო იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს  მმართველი საბჭოს ვიცე პრეზიდენტ ქვეყნად მეორე ვადით აირჩიეს. ეს არის საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და მიღწევების პირდაპირი აღიარება ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორიც იუნესკოა.
03.02.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტთა მობილობის პროცედურა გამარტივდა და 2012 წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადა 3 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა.
02.02.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილე ირინე ქურდაძე პროფესიული კოლეჯის ”იკაროსისა” და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დამსაქმებელთა ფორუმს დაესწრო.
02.02.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საცურაო აუზზე, სპორტის გაკვეთილის ფარგლებში ორგანიზებულ უმცროსკლასელთა შეჯიბრებას დაესწრო და გამარჯვებული მოსწავლეები დაასაჩუქრა.
01.02.12
ფიჯის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ფიჯის რესპუბლიკას საქართველოში წარმოებული 200 ნეტბუკი საჩუქრად  გადასცეს.
01.02.12
საქართველოს სკოლების პირველი კლასის მასწავლებლები, რომლებიც ”ბუკის” გამოყენებით წარმართავენ სასწავლო პროცესს, კომპანია ”მაიკროსოფტ საქართველოს” მიერ ორგანიზებულ ინოვაციური პროექტების კონკურსში ”საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012 (Partners in Learning Georgian Forum 2012)” მიიღებენ მონაწილეობას.