25 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649068
ახალი ამბები
 
სკოლებში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად დანერგვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კორპორაცია ”MICROSOFT”-ს (აშშ) შორის მემორანდუმი გაფორმდა

აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2008 წლის 13 ნოემბერს შედგა.

სამინისტროსა და კორპორაცია ”MICROSOFT”-ს შორის, რომელიც წარმოადგენს ”MICROSOFT”-ის ნაწილს გლობალურ პროექტში ”პარტნიორობა სწავლებისათვის -საქართველო” გაფორმებული მემორანდუმის შედეგად საჯარო სკოლებში გაუმჯობესდება თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და გამოყენება სასწავლო პროცესში.

პროგრამა ,,პარტნიორობა სწავლებისათვის” არის სოციალური პროგრამა, რომლის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების გზით საქართველოში განათლების ხელშეწყობა. პროგრამა იძლევა მოსწავლეებზე, პედაგოგებზე და სკოლებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელების საშუალებას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კომპანია ”MICROSOFT” მზადაა დააფინანსოს სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების მინისტრმა გიორგი ნოდიამ, “MICROSOFT”-ის ევროპის წარმომადგენლობის გენერალურმა მენეჯერმა ვერონიკა პრიკრილოვამ და ფონდის ”ირმის ნახტომი” აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კაკუტიამ.

კორპორაცია ”MICROSOFT” -ის მიერ პროგრამა ,,პარტნიორობა სწავლებისათვის” - დაიწყო 2003 წელს და 5 წლის განმავლობაში მისი დაფინანსებისათვის გამოიყო 250 მილიონი აშშ დოლარი. პროგრამა განხორციელებულია 100 ქვეყანაში და ჩართულია 90 მილიონამდე მასწავლებელი და მოსწავლე.

2008 წლიდან მომავალი 5-წლიანი ციკლის განმავლობაში აღნიშნულ პროგრამაში ჩართული ქვეყნებისათვის კომპანია ”MICROSOFT” 500 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ”MICROSOFT” ითანამშრომლებენ გლობალური პროექტის ”პარტნიორები განათლებაში” ფარგლებში მემორანდუმზე მხარეთა ხელმოწერის დღიდან 2013 წლის 28 ივნისამდე.

 

 

 

 

 

     

 


 

 

 


test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009