18 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649066
ბავშვზე ზრუნვა
 
ქვეყნის შიგნით წარმოებული შვილად აყვანის პროცედურა

1. რომელი კანონი არეგულირებს საქართველოში შვილად აყვანის საკითხებს?
ქვეყნის შიგნით მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა გაშვილებას არეგულირებს საქართველოს კანონი “შვილად აყვანის წესის შესახებ” და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

2. რომელი ორგანო ახორციელებს მზრუნველობას მოკლებული ბავშვის შვილად აყვანის პროცედურას?საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავისი ტერიტორიული ორგანოების, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით ახორციელებს საქმიანობას მშვილებლებისა და ბავშვების დასაკავშირებად.

მითითებული ორგანოების  გარდა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ საქმიანობა შვილად აყვანის მიზნით მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვთა გამოსავლენად.

3. რა დოკუმენტებია საჭირო ქვეყნის შიგნით მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვის შვილად აყვანისას?
პოტენციური მშვილებლები ვალდებულნი არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

* განცხადება შვილად აყვანის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება მშვილებლების გვარი, სახელი, მისამართი და რომელი სქესის აყვანა სურთ;
* ცნობა სამუშაო ადგილიდან თანამდებობისა და ხელფასის აღნიშვნით;
* ცნობა პოლიციიდან, რომ პოტენციურ მშვილებლებს არ ჰქონიათ კრიმინალური წარსული;
* ქორწინების მოწმობის ასლი;
* სამედიცინო დასკვნა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებიდან, ფსიქიატრის დასკვნით და იმ სნეულებათა აღნიშვნით, რაც ხელს არ შეუშლით ბავშვის შვილად აყვანაში (ფორმა 164/ს);
* ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
* პასპორტებს მშვილებელთა კანდიდატები  წარადგენენ პირადად;

4. როგორ ხდება პოტენციურ მშვილებელთა აღიცხვა ტერიტორიული ორგანოსა და ცენტრალურ ორგანოში?ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების შვილად აყვანის მსურველთა პირველადი აღრიცხვა ხდება მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოებში მშვილებელ კანდიდატთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

შვილად აყვანის მსურველებად განცხადების საფუძველზე შეიძლება აღირიცხონ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც შეუძლიათ შეუქმნან ბავშვს ნორმალური აღზრდისა და განვითარების ყველა პირობა, რომლებიც თავიანთი მორალური და ზნეობრივი თვისებებით მზად არიან მშობლობა გაუწიონ ბავშვს და ამასთან აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.

მშვილებელთა აღრიცხვაზე აყვანისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უნდა ჩატარდეს პოტენციური მშვილებლების ყოფითი და სოციალური პირობების დაწვრილებითი შესწავლა და შედგეს კვლევის ოქმი.

ოქმის საფუძველზე, ტერიტორიული ორგანო გასცემს შუამდგომლობას, რომლის შემდეგ პოტენციური მშვილებელი აღირიცხება, როგორც ადგილობრივ საინფორმაციო ბანკში, ისე სამი დღის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში.

პოტენციური მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა:

* იმ პირებისა, რომლებსაც ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლება ან რომელთაც ადრე ჰყავდათ ნაშვილები, მაგრამ გაშვილება გაუქმდა მათ მიერ მშობლის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო;
* იმ პირებისა, რომლებიც სასამართლოს მიერ ცნობილი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;
* იმ პირებისა, რომლებიც დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების გამო გაათავისუფლეს მეურვის ან მზრუნველის მოვალეობის შესრულებისაგან;
* იმ პირებისა, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ განახორციელებენ მშობლის უფლება-მოვალეობას;
* იმ პირებისა, რომელთაც არა აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან მათი საცხოვრებელი ადგილი არ პასუხობს აუცილებელ სანიტარულ და ტექნიკურ ნორმებს;
* იმ პირებისა, რომლებიც შვილად აყვანის მომენტისათვის ნასამართლევი არიან;
* იმ პირებისა, რომელთაც მორალური ან სხვა პირადი თვისებების გამო არ     
* შეუძლიათ განახორციელონ მშობლის უფლებები;

5. როგორ ხდება მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა აღრიცხვა ტერიტორიულ და ცენტრალურ ორგანოში?
ფიზიკური და იურიდიული პირი, განურჩევლად მათი თანამდებობრივი და უწყებრივი დაქვემდებარებისა, მათ შორის, სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, სამედიცინო, სამკურნალო-პროფილაქტიკური, სოციალური დაცვის და სხვა მსგავსი დაწესებულებების კომპეტენტური პირები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ, ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს შვიდი დღისა, აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან მის ტერიტორიულ ორგანოებს, რომლებიც თავის მხრივ, ვალდებულნი არიან აღნიშნული ვადის დაცვით ინფორმაცია მიაწოდონ ცენტრალურ ორგანოს;

6. ვინ და როგორ სთავაზობს პოტენციურ მშვილებელს მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვს?მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული და ცენტრალური ორგანოს წარმომადგენლები სთავაზობენ პოტენციურ მშვილებლებს საინფორმაციო ბანკებში აღრიცხულ მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებს. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი დაინტერესდება კონკრეტული გასაშვილებელი ბავშვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აკეთებს მიმართვას, იმ ინსტიტუციური დაწესებულების ადმინისტრაციის სახელზე, სადაც იმყოფება აღნიშნული ბავშვი. მიმართვის საფუძველზე, მშვილებელს უფლება აქვს მოინახულოს ბავშვი და დიაგნოსტირების მიზნით, გაიყვანოს იგი მისთვის სასურველ კლინიკაში. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი გამოთქვამს თანხმობას ამ ბავშვის შვილობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამზადებს მიმართვას (ბავშვის პირადი საქმის ორიგინალებით თანდართულს) ტერიტორიული ორგანოს სახელზე. ეს უკანასკნელი კი, მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე ამზადებს დასკვნას სასამართლოში წარსადგენად (მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით). აღნიშნულ დასკვნაში, მოცემულია ის სოციალურ-ეკონომიური და კულტურული გარემო, რომელსაც სთავაზობს მშვილებელი მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვს. საბოლოო გადაწყვეტილებას მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვის შვილად აყვანის თაობაზე იღებს სასამართლო.

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009