გივი მიქანაძე
დაიბადა 1977 წლის 20 მაისს
განათლება
01.09.1994 - 25.05.1999 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი
01.10.2008 - 20.12.2009 - ესექსის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, ევროკავშირის სამართალი
სხვა საგანმანათლებლო აქტივობები
2025 - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი
2013 - ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის (ნიდერლანდები) მკვლევარი
2004 - სტაჟირება გაეროს ჟენევის ოფისში (2 თვე)
2002 - 2003 - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კურსი (ვარშავა, პოლონეთი), ადამიანის უფლებათა ექსპერტი
2001 - 2004 - სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, მაძიებელი, კვლევითი თემა "ომბუდსმენის ინსტიტუტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში"
პროფესიული გამოცდილება
30.06. 2025 - დღემდე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
25.11.2024 – 29.06. 2025 - საქართველოს XI-ე მოწვევის პარლამენტი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
11.12.2020 - 24.11.2024 - საქართველოს X-ე მოწვევის პარლამენტი:01.03.2018 - 10.12.2020 - საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის აპარატის უფროსი
07.09.2016 - 28.02.2018 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორი
01.06.2015 - 31.08.2016 - ევროპის საბჭოს სათავო ოფისი (სტრასბურგი), პოლიციისა და ციხის პროექტების რეგიონული მენეჯერი
01.11.2010 - 31.03.2015 - ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პენიტენციური პროექტების მენეჯერი
01.10.2009 - 31.10.2010 - გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი, ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტის ოფიცერი
01.06.2009 - 30.09.2009 - ააიპ თბილისის აგლომერაციის სააგენტო, დირექტორის მოადგილე
25.10.2005 - 20.01.2008 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე
01.08.2005 - 30.09.2005 - ეუთოს წარმომადგენლობა საქართველოში, ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების პერსონალის გადამზადების პროექტის მენეჯერი
01.06.2004 - 31.07.2005 - ევროკავშირის პროექტი, ადგილობრივი ექსპერტი ტრენინგების ხაზით
01.12.2003 - 31.05.2004 - ააიპ ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი, გამგეობის თავმჯდომარე
01.07.2001 - 30.11.2003 - ააიპ კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი გამგეობის თავმჯდომარე
01.12.2000 - 30.06.2001 - გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი, იურისტი და ფინანსური მენეჯერი
01.05.1999 - 30.11.2000 - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რეფერენტ-იურისკონსულტი
გივი მიქანაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი