სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად განაცხადებები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge 2022 წლის 11ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის 18.00 საათამდე.
პორტალზე განაცხადს ვერ წარადგენს სტუდენტი, თუ არ მიეკუთვნება დადგენილებით განსაზღვრულ კატეგორიებს ან არ არის იმ წლის საერთი სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული, რომელიც მითითებული აქვს ყველა კატეგორიას
განაცხადს ავსებენ შემდეგი კატეგორიის სტუდენტები:
1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები; 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები. (2022 და 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტები)
2. საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები; საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები. (2022 და 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტები)
3. მაგისტრანტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; (2022 და 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტები)
4. მაგისტრანტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე. (2022 და 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტები)
სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია პორტალზე http://socreg.mes.gov.ge და შემდეგ გადადის განცხადების შევსებაზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სტუდენტი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ გადავიდეს განცხადების შევსებაზე.
რეგისტრაციის გავლა არ ნიშნავს განაცხადის წარდგენას, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გადახვიდეთ განაცხადის შევსებაზე.
დეტალური ინფორმაცია მითითებულია ინსტრუქციაში, რომელიც განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე, ქვედა მარცხენა კუთხეში პირველი ბანერი - სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 25 ოქტომბრის 18 საათი. ამის შემდეგ ბაზა დაიხურება და სტუდენტი ვეღარ შეძლებს განცხადების ატვირთვას.
სტუდენტს 25 ოქტომბრის 18 საათამდე შეუძლია განცხადების შესწორება ან კატეგორიის დამატება, ღილაკზე „შესწორება“ დაჭერით.
როდესაც სტუდენტი წარადგენს განაცხადს და მონიშნავს კატეგორიას, იქვე ჩნდება დოკუმენტების ჩამონათვალი. სავალდებულოა, სტუდენტმა უნდა ატვირთოს ჩამოთვლილთაგან ის დოკუმენტი/დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს მის კუთვნილებას კატეგორიისადმი.
სტუდენტმა განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად.
ამ შემთხვევაში გამოდით პორტალიდან და სცადეთ თავიდან რამდენიმე წუთში. თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება დაუკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზს 2 200 220
გადაამოწმეთ მითითებული მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუ დარწმუნდით რომ სწორად გაქვთ მითითებული, მაგრამ თუ პრობლემა არ გამოსწორებულა დაუკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზს 2 200 220
სტუდენტი თავის პერსონალურ გვერდზე შესვლისას, დაინახავს მწვანე წარწერას, რომ განცხადება გაგზავნილია.
საჭირო დოკუმენტების არასწორად ატვირთვის შესახებ, სტუდენტი მიიღებს მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ დახარვეზებულია განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხილოს თავის პერსონალურ გვერდზე, სადაც დეტალურად იქნება მითითებული ხარვეზის გამოსწორების ვადა, ასევე რა დოკუმენტი უნდა შეცვალოს ან ატვირთოს თავიდან.
ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადაა 2022 წლის 2 ნოემბრის 18:00
რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე, სტუდენტი მიიღებს შემდეგი შინაარსის მესიჯს:
- თქვენ მოიპოვეთ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი სოციალური პროგრამის ფარგლებში;
- ვერ მოიპოვეთ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი სოციალური პროგრამის ფარგლებში.
რეგისტრაციის დროს მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს წერილობით ან დაუკავშირდეს სამინისტროს ცხელ ხაზს 2 200 220.
სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით უნდა ჰქონდეს სარეიტინგო ქულა 70000 ან ნაკლები
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.
დაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2022 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი და სწავლობს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
აუცილებელია სტუდენტს ჩაბარებული ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.
კონკურსში მონაწილეობისთვის, სახელოვნებო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, გარდა შემოქმედებითი ტურებისა, სავალდებულოა ჩაბარებული ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდა.
სტუდენტთა დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იქნება დეკემბრის დასაწყისში.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გულისხმობს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სტუდენტის დაფინანსებას მაგისტრატურაში 2 წელი.
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 2250 ლარი სასწავლო წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სწავლის საფასური აღემატება 2250 ლარს, სტუდენტი განსხვავებას ფარავს თავად. თუ სწავლის საფასური ნაკლებია 2250 ლარზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი უტოლდება სტუდენტის სწავლის საფასურს.
სწავლების თითოეულ საფეხურზე სტუდენტზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი. თუ სტუდენტს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე უკვე ჰქონდა მოპოვებული და გამოყენებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი, სოციალური პროგრამის ფარგლებში გრანტს ვერ მოიპოვებს.
კონკურში მონაწილეობისთვის 2022 წლის 15 ნოემბერის მდგომარეობით, სტუდენტს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი.