საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა წინასაახალწლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე, თამარ სანიკიძემ მოწვეულ სტუმრებს უსინათლო და სმენის არმქონე მოსწავლეებისთვის დაბეჭდილი ახალი საგანმანათლებლო რესურსები წარუდგინა და მოკლედ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხორციელდება,