თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლას
50 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი სკოლამ
სპეციალური საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც სამთავრობო, საერთაშორისო და კერძო
ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და თბილისის
მერმა დავით ნარმანიამ გახსნეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
საჯარო სკოლების მონახულებას აგრძელებს. დღეს, ლია გიგაური თბილისის 186-ე საჯარო სკოლას ეწვია და პირადად
გაეცნო განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მინისტრის მოადგილე სასწავლო
პროცესის მიმდინარეობითაც დაინტერესდა და ზოგადად სკოლის საჭიროებებითაც დაინტერესდა.
2014-2015 სასწავლო
წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის პროცესი
დაიწყო. საქართველოს მასშტაბით უკვე 300-მდე საჯარო
სკოლაში ამოქმედდა ექიმის ახალი კაბინეტი,
რომელიც აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, მედიკამენტებითა
და სხვა საჭირო რესურსებით. ექიმის კაბინეტების
მოწყობის პროცესი შეუქცევადია და იგი ახალი წლიდანაც გაგრძელდება.
წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გრძელდება. დღეს, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ქალაქ თბილისის
მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი
ალიბეგაშვილმა თბილისის საჯარო სკოლების 356 მეათეკლასელს საჩუქრად
პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.