კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სეზონური სკოლების 2015 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მიმდინარე წლის 11-19 დეკემბერს ატარებს ქართველოლოგიის სეზონურ (ზამთრის) სკოლას „ქართული ხელნაწერი“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ქეთევან ნატრიაშვილი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში მიმდინარე ტრენინგს გაეცნო.
დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პროექტის „კინო სკოლაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. გამარჯვებული 10 საუკეთესო კინოსკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრმა თამარ სანიკიძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დააჯილდოვეს. სპეციალური სერთიფიკატები პროექტში მონაწილე სკოლებსაც გადაეცათ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თემაზე:
„მე და ჩემი სკოლა“ შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური
საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი თანატოლების
პრეზენტაციებს გაეცნო, სადაც ბავშვებმა მინისტრს საკუთარი ხედვა წარუდგინეს
და მათთვის საინტერესო კითხვებზე მინისტრის პასუხები მოისმინეს.