დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს შეხვდა. მინისტრებმა მოადგილეებთან და სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილეს სხვადასხვა ქვეყნებში დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების საკითხები.
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ორდუს სოციალური მეცნიერებების სკოლის მიწვევით ქართულ-თურქული საგანმანათლებლო გაცვლითი კვირეული გაიმართა, რომელშიც ქ. ბათუმის კერძო სკოლა „გორდა“-ს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო და კერძო სკოლების მონახულებას აგრძელებს. დღეს მინისტრი ნაძალადევის რაიონში ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას ეწვია, მშობლებს გაესაუბრა, ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამარ ბაზერაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 34 მეათეკლასელი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.