საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, თბილისის 151-ე და 128-ე საჯარო სკოლებს და კერძო სკოლა მწიგნობართუხუცესს ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
„თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალური ეტაპი გაიმართა. გამოვლინდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. კონკურსი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2010 წლიდან.