საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, აშშ-ის ქალაქ სან დიეგოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა NAFSA 2025-ის მონაწილეებისთვის სესია გამართა თემაზე – „საქართველო: განათლებისა და აკადემიური ინვესტიციების რეგიონული ჰაბი‘‘.
2025 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე ხელმძღვანელობდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ „მსოფლიო ციფრული განათლების კონფერენციაში“ მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი განათლების მინისტრი და დარგის ექსპერტი ესწრებოდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ და SDSU-ს პრეზიდენტმა, ადელა დე ლა ტორემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გახსნეს, სადაც მონაწილეებმა ერთობლივი პროგრამების განხორციელებასა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.