საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ლონდონში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს საელჩოში მიღება გამართა, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის მიღწევები, განხორციელებული პროექტები და ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი გააცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, Times Higher Education-ის კვლევების მიმართულების დირექტორ იშან კადერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ გახსნა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროექტის „OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ გახსნა.