განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი Times Higher Education-ის წარმომადგენლებს, ჯონი გილსა და მაიკლ კარუნას შეხვდა, სადაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის გამოწვევებზე და ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის დაფინანსება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლებელში მოღვაწე მეცნიერთა სტიმულირებისათვის ყოველწლიური სამეცნიერო პრემიის „თამარი“ დაჯილდოების ცერემონია გამართა, რომელზეც კონკურსის წესით შერჩეული სამი გამარჯვებული გამოვლინდა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა და მიღწეული წარმატება მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ.
სოციალურად დაუცველი წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, კომპანია „გალფი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს. სასწავლო სტიპენდიები სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და გალფის წარმომადგენლებმა გადასცეს.