
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული KIUInnovate-ის რიგით მე-2 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გახსნა და მონაწილეებს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს ღირსშესანიშნავი თარიღი პირადად მიულოცა.