20 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649068
ახალი ამბები
 
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის №2 აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლას ეწვივნენ და  ღონისძიებას - ”საახალწლო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში” დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის -”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში” ფარგლებში ჩატარდა და მასში ალგეთის №1 და №2 საჯარო სკოლის არაქართულენოვანი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ანა ბაბლუანთან ერთად საქართველოს თითქმის ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი საახალწლო ტრადიციები წარმოადგინეს, შეასრულეს ქართული ნაციონალური ცეკვები და სიმღერები.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა 2009 წელს დაიწყო და მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო ენის სწავლებას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. კონკურსის საფუძველზე  ქართული ენისა და ლიტერატურის 50 მასწავლებელი შეირჩა და გაიგზავნა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, ბოლნისის, გარდაბნის, მარნეულისა და კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში. მასწავლებელთა ხლფასი 1000 ლარს შეადგენს.

საახალწლო ზეიმს ალგეთის №2 საჯარო სკოლაში ასევე დაესწრნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ადგილობრივი თვითმართველოს წარმომადგენლები.

test
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
20.12.09 განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული 38 მონაწილე დააჯილდოვა
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009