ახალი ამბები
 
1 სექტემბრიდან მასწავლებელთა ხელფასები კიდევ გაიზრდება

1 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა.

1 სექტემბრიდან მასწავლებელთა ხელფასები, მასწავლებელთა სამუშაო სტაჟის, განათლების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით  მოიმატებს და საბაზო ხელფასი 220 ლარიდან 245 ლარამდე გაიზრდება, რაც მასწავლებელთა უმრავლესობისთვის რეალური ხელფასის 35-ლარიან ზრდას გამოიწვევს.    

მატება მნიშვნელოვნად აისახება დამრიგებელთა ანაზღაურებაზეც.  საბაზო ხელფასის გაზრდისა და სადამრიგებლო დანამატის გათვალისწინებით, სადამრიგებლო დანამატი  27 ლარიდან 63 ლარამდე გაიზარდა.  დამრიგებელთა რაოდენობა მასწავლებელთა 50%-ზე მეტია, შესაბამისად, მასწავლებელთა დაახლოებით 50%-ს ხელფასი  საერთო ჯამში     70 ლარით გაეზრდება.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილების შედედგად, საბუნებისმეტყველო საგნების საათების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ხელფასებიც.

მთავრობის მიერ გაზრდილი იქნა სასკოლო ვაუჩერის ოდენობაც: პირველ 400 მოსწავლეზე - ზრდა 70 ლარით;  400-ზე ზემოთ - ზრდა 55 ლარით.

ნიკა გვარამია:” მასწავლებელთა ხელფასი არის სწავლის ხარისხის მთავარი განმაპირობებელი. სახელმწიფო, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს ყოველწიურად გაზარდოს მასწავლებელთა ხელფასები-  ეს მნიშვნელოვანი სამთავრობო გადაწყვეტილებაა დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში”.