განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული გახსნა, რომელიც უკვე მეორედ იმართება და მასში საქართველოსთან ერთად, 17 ქვეყნის 80-მდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) კონფერენციასა და უნარების განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.