
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორის პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2022 წლის 2 მაისიდან იწყება და 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
საქართველოში რიგით მეხუთე „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი ჩატარდება. 2022 წლის კონკურსის გამოცხადების ღონისძიება კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გზამკვლევის „აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობა“ – პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.