დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები საზოგადოებრივ კოლეჯს „მერმისი“ ეწვივნენ და მონაწილეობა მიიღეს ღია კარის ღონისძიებაში - დაათვალიერეს კოლეჯი, მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განათლებისა და გადამზადების არსებული პროგრამების შესახებ და პირადად ჩაერთნენ პროგრამების პრაქტიკულ დემონსტრაციაში.
,აღმოაჩინე შენი ტალანტი,, - აღნიშნული ლოზუნგით გაიხსნა დღეს პროფესიული უნარების ევროპული კვირეული, რომელიც წელს პირველად ტარდება და ამით საქართველო, პროფესიული უნარების ევროპულ კვირეულს უერთდება.
განათლებისა და დასაქმების სფეროებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
თბილისში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და იგი სააქციო საზოგადოებამ „აეროსტრუქტურები, ტექნოლოგიები, ცილკონი“ (JSC "Aerostructures Technologies Cyclone") წარმოადგინა.