2016 წლის 17-25 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების დესპანს (U.S. Science Envoy), პროფესორს ნანოტექნოლოგიების სფეროში მარკ ჰერსამს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო წამყვან მეცნიერებს სხვადასხვა უწყებიდან წარმოედგინათ მეცნიერების განვითარების საკუთარი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეუწყოს მეცნიერებამ ხელი ეკონომიკის განვითარებას.