26 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649070
ბავშვზე ზრუნვა
 
ქვეყანათაშორისი გაშვილების პროცედურა

1. რომელი კანონი არეგულირებს საქართველოში შვილად აყვანის საკითხებს?
მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა საზღვარგარეთ გაშვილებას არეგულირებს საქართველოს კანონი “შვილად აყვანის წესის შესახებ” და ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ეგიდით მიღებული “ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” კონვენცია.

2. რომელი ორგანო ახორციელებს მზრუნველობას მოკლებული ბავშვის შვილად აყვანის პროცედურას?აღნიშნულ სფეროში საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მარტის N 93 ბრძანებულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებთან ურთიერთობაში განისაზღვრა ცენტრალურ ორგანოდ. შესაბამისად, სწორედ მას დაევალა ქვეყანათაშორისი გაშვილების პროცედურის წარმოება. 

მითითებული ორგანოების  გარდა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ საქმიანობა შვილად აყვანის მიზნით მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვთა გამოსავლენად.

3. რა დოკუმენტებია საჭირო ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვის შვილად აყვანისას?
აღნიშნული სურვილით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები და წარუდგენენ შვილად აყვანის პროცესის წარმოებისათვის კანონით დადგენილ შემდეგ დოკუმენტაციას:

* განცხადება შვილად აყვანის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება მშვილებლის გვარი, სახელი, მისამართი და ვისი აყვანა სურს
* ცნობა სამუშაო ადგილიდან თანამდებობისა და ხელფასის მითითებით;
* პირადი ფინანსური ანგარიშის ასლი
* ცნობა პოლიციიდან, რომ პოტენციური მშვილებელი არ ყოფილა ნასამართლევი;
* ქორწინების მოწმობის ასლი
* სამედიცინო დასკვნა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებიდან, ფსიქიატრის დასკვნით და იმ სნეულებათა აღნიშვნით, რაც ხელს არ შეუშლის ბავშვის შვილად აყვანაში
* ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან
* პასპორტის  ასლი
* სოციალური მუშაკის დასკვნა ოჯახის შესახებ

ყველა აღნიშნული დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული და ლეგალიზებული შესაბამისი ქვეყნის საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილების მიერ ან აპოსტილიზებული.

4. ვინ და როგორ სთავაზობს პოტენციურ მშვილებელს მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვს?აღნიშნული განმცხადებლის საქმეს (დოსიეს) ეცნობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი სამმართველო, რის შემდეგაც, მშვილებელს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში არსებულ ინფორმაციას გასაშვილებელ ბავშვთა შესახებ.

თუ კანდიდატი დაინტერესდება კონკრეტული გასაშვილებელი ბავშვით, სამინისტრო, აკეთებს მიმართვას, იმ ინსტიტუციური დაწესებულების ადმინისტრაციის სახელზე, სადაც იმყოფება აღნიშნული ბავშვი. მიმართვის საფუძველზე, მშვილებელს უფლება აქვს მოინახულოს ბავშვი და დიაგნოსტირების მიზნით, გაიყვანოს იგი მისთვის სასურველ კლინიკაში. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი გამოთქვამს თანხმობას ამ ბავშვის შვილობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო) ამზადებს დასკვნას, რაიონულ სასამართლოში წარსადგენად (მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით). აღნიშნულ დასკვნაში, მოცემულია ის სოციალურ-ეკონომიური და რელიგიურ-კულტურული გარემო, რომელსაც სთავაზობს მშვილებელი მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვს. საბოლოოდ, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009