განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრთა მონოგრაფიის – „დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლები‘‘ პრეზენტაციას დაესწრო.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მონოგრაფიის ავტორთა – პროფესორ მალხაზ ბაძაღუასა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის კრიმინოლოგიის სფეროში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.
მონოგრაფიაში წარმოდგენილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სამართლებრივი სახელმწიფო; მართლწესრიგი და პედაგოგიკა; დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური ასპექტები; პედაგოგიკის თანამედროვე გამოწვევები; პედაგოგიკა, როგორც დანაშაულობის პრევენციის მექანიზმი; პრევენციული პედაგოგიკა; პენიტენციური და პოსტპენიტენციური პედაგოგიკის პრობლემები და სხვა.
