საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ეკატერინე გაბაშვილის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლაში გაიმართა.
თამარ მახარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში გამორჩეული ქართველი მწერლის ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკატერინე გაბაშვილის შემოქმედებით არაერთი თაობა აღიზარდა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
ღონისძიების ფარგლებში სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლის შენობაზე ეკატერინე გაბაშვილის სახელობის აბრა გაიხსნა. ასევე, ერთ-ერთ კაბინეტს მწერლის სახელი მიენიჭა, რომელიც როგორც მუზეუმის, ასევე, მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცის დანიშნულებას შეასრულებს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა და მოწვეულმა შემსრულებლებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.