20 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი
დაიწყო.
სტუდენტებს სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა და თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა
ალექსანდრე კვიტაშვილმა მიულოცეს.
2010 წლის ერთიანი ეროვნული
გამოცდების შედეგად, თსუ–ში ყველა სტუდენტური ვაკანსია შეივსო. თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის 18 000 სტუდენტს
ახალ სასწავლო
წელს 2800–მდე პირველკურსელი შეუერთდება, 2010 წელს ყველაზე დიდი
რაოდენობის 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ჩაირიცხა.
ტრადიციულად, სწავლის დაწყების დღეს
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რეიტინგულ სტუდენტებსა და მაღალრეიტინგულ პირველკურსელებს საჩუქრები გადაეცათ. სტუდენტური თვითმმართველობის
ორგანიზებით კი, ვარდების მოედანზე, ყველა სტუდენტისათვის
ჯგუფი „მგზავრები“ კონცერტს გამართავს. სწავლის
დაწყებისადმი მიძღვნილ კონცერტში თსუ–ის ვაჟთა და გოგონათა ანსამბლიც მიიღებს მონაწილეობას.