ქალაქ ოზურგეთის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ლელა იმედაშვილი შეირჩა.
გასაუბრების შედეგების გასაჩივრებისთვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა.
კერძოდ, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერი და 1, 4 ნოემბერი. გასაჩივრების შემთხვევაში, კონკურსანტებმა განცხადება (საპრეტენზიო განაცხადი) საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ (მისამართი:
დ. უზნაძის #52).
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების შესარჩევ კონკურსში შერჩეული კანდიდატების
მიერ საკონკურსო განაცხადში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის
შესწავლა მიმდინარეობს ეტაპობრივად. ეტაპის დასრულებისთანავე მოხდება გამარჯვებული კანდიდატების
გამოვლენა და ინფორმაციის განთავსება სამინისტროს ვებგვერდზე.