30 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649075
ახალი ამბები
 
19.12.09. დიმიტრი შაშკინი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

დიმიტრი შაშკინი საქართველოს 70-მდე რაიონის ქალაქისა და სოფლის 170 საჯარო სკოლის დირექტორს შეხვდა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლის დირექტორებთან განათლების სფეროში არსებულ კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებაზე, კერძოდ, მოსწავლის ტრიმესტრული და წლიური ნიშნის გამოთვლის წესზე. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ახალი მექანიზმით მოსწავლეს არცერთი მეათედი ქულა არ ეკარგება და ობიექტურად ასახავს მის ცოდნას. მინისტრმა დირექტორებს დაავალა აღნიშნული ცვლილების არსი ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს სწორად და დეტალურად აუხსნას, რათა ამ თემასთან  დაკავშირებული გაუგებრობა საბოლოოდ აღმოიფხვრას.

დირექტორებთან შეხვედრაზე მინისტრი  რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო, მათ შორის: მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერებს, სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებს, მასწავლებელთა სერტიფიცირებას,  სასკოლო  ჟურნალებს,  სახელმძღვანელოებს და ა.შ. დიმიტრი შაშკინმა დირექტორების შეკითხვებსაც უპასუხა მცირეკონტიგენტიანი სკოლების დაფინანსებაზე, დოტაციური სკოლების დირექტორთა ხელფასებზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, დირექტორების არჩევნებზე და სხვა.







 

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009