30 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649075
პუბლიკაციები  
2008-05-22
განათლების და მეცნიერების რეფორმა საქართველოში

შეფასებები განათლების და მეცნიერების რეფორმის შესახებ “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასშტაბური სისტემური რეფორმები განახორციელა როგორც სკოლის მართვისა და ფინანსური უზრუნველყოფის, ასევე სწავლებისა და სწავლის პრაქტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით. თავისი მოცულობითა და განხორციელების ვადებით აღნიშნული რეფორმები შეიძლება უპრეცედენტო მოვლენად მივიჩნიოთ. რეფორმების ზოგადი მიმართულება და კონკრეტული მიდგომები ზუსტად თავსდება იმ ჩარჩოში, რომელიც ეფუძნება თანამედროვე კვლევებს და კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს განვითარების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, დღეისათვის არსებულ კონსენსუსს სკოლის რეფორმირების შესაბამის მიზნებზე. ჩატარებული შეფასება ცხადყოფს, რომ რეფორმის წინასწარი შედეგები მოიცავს მნიშვნელოვან წარმატებებს, ისევე როგორც ნებისმიერი ძირეული რეფორმისთვის დამახასიათებელ გარკვეულ პრობლემებს და მოსაგვარებელ საკითხებს. რეფორმაში მონაწილე ყველა მხარემ მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა გაიღოს იმისათვის, რომ რეფორმები გაგრძელდეს, გაუმჯობესდეს და გააუმჯობესოს საბოლოო სასურველი შედეგი - საქართველოს საგანმათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები, და მთელი საქართველო, სულ უფრო კონკურენტუნარიანნი იყვნენ კონკურენტულ საერთაშორისო ბაზარზე”. საკონსულტაციო ორგანიზაცია PADECO, იაპონია ზოგადი განათლების გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტ ”ილია ჭავჭავაძის” შეფასების დასკვნა, 2008 www.padeco.co.jp; www.reform.edu.ge “დავრწმუნდით, რომ რეფორმის პროგრამა ამბიციური, სტრატეგიული, ყოვლისმომცველი და სწრაფია. ჩვენი აზრით, იმ ბაზის გათვალისწინებით, საიდანაც რეფორმა დაიწყო - მწირი რესურსების მქონე სკოლები, სხვა ეპოქასა და ყავლგასულ იდეოლოგიაზე მორგებული სამართლებრივი სისტემა _ მისასალმებელია მთავრობისმიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროცესისადმი თანდათანობითი, ეტაპობრივი მიდგომის ნაცვლად, რადიკალური სისტემური რეფორმის მაქსიმალურად სწრაფად განხორციელებას.…უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის განათლების რეფორმა, მაგრამ იშვიათად, თუკი საერთოდ გვინახავს ამდენად მწყობრი და კარგად დასაბუთებული რეფორმის პროგრამა. ჩვენზე, ასევე, ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ უძღვებიან საქმეს მინისტრი და მისი გუნდი... განათლებისა რეფორმა თანმიმდევრული და დასაბუთებულია.“ ბრიტანელი განათლების ექსპერტები სერ მაიკლ ბარბერი, დევიდ ჰოპკინსი საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის შეფასების ანგარიშიდან, 2006 www.mes.gov.ge ”აშკარაა, რომ ძალზე დიდი პროგრესი იქნა მიღწეული უმაღლესი განათლების სისტემაში ბოლონიის რეფორმების განხორციელების პროცესში. სამსაფეხურიანი სტრუქტურა არათუ დაინერგა, არამედ განხორციელდა უმაღლესი განათლების მიზნების კარგად გაანალიზებისა და განსჯის საფუძვეზე. საქართველო გვთავაზობს იმის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ბოლონიის პროცესის ეფექტურად გამოყენება უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის მხარდასაჭერად” დევიდ კროსერი, ლუის პერსერი და ჰანდტ სმიდტი, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ანგარიშიდან ,,უნივერსიტეტები უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ჩამოყალიბების პროცესში”, 2007, www.mes.gov.ge


განათლების და მეცნიერების რეფორმა საქართველოში
<<<უკან

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009