Facebook Twitter Youtube Flikr

poster
29.01.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ბაკურიანში გამართულ სემინარზე  თბილისის სკოლების  100-მდე მანდატურს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მანდატურის სამსახურის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო შეაჯამა და დადებითად შეაფასა სკოლის მანდატურთა საქმიანობა.
28.01.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება. დღეს, განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
28.01.12
ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს კლიმატური პირობების წინასწარ დადგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს და ცალკეული რაიონების ამინდის კლიმატური კალენდარი შექმნეს.
27.01.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიული კოლეჯის ”სპექტრი” ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ პროფესიული კოლეჯების დაფინანსების ახალი მოდელი წარუდგინა.
27.01.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  ესთეტიკური აღზრდის პედაგოგთა  საგნობრივ საგამოცდო პროგრამებზე მუშაობენ და იმ კრიტერიუმებს ადგენენ, რაც ამ დისციპლინების პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდაზე მოეთხოვებათ.
26.01.12
თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ”მომავლის კლასში” გეოგრაფიის საჩვენებელი გაკვეთილი რუსთავის №24 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ჩატარდა. ინტერაქტიული გაკვეთილი კლასში დამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
25.01.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №143 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი ელექტრონული სასწავლო პროგრამა ”Skoool საქართველო” წარუდგინა.
25.01.12
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ბათუმის ხალხური ცეკვის მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსაბლი „ხორუმი“ რამდენიმე კვირის წინ მალტაში გაემგზავრა.
25.01.12
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეთა მეორე ნაკადი გადამზადებას გადის.  ერთკვირიანი ტრენინგის შემდეგ  მოხალისე პედაგოგები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გაემგზავრებიან და არაქართულენოვან სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ქართულ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან.
24.01.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებელთა ტრენინგს დაესწრნენ.
24.01.12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე სპორტის მასწავლებელს შეხვდა და მათ სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სიახლე გააცნო