Top

სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირება

გრიფირებული სახელმძღვანელო წარმოადგენს სასკოლო საგანმანათლებლო რესურსის ერთ-ერთ ნაირსახეობას, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპეციალური წესით არჩევს და ანიჭებს განსაკუთრებულ სტატუსს - „გრიფს“. გრიფის მინიჭებით სახელმძღვანელო უპირატესობას იძენს ყველა დანარჩენ საგანმანათლებლო რესურსთან შედარებით და სწავლებისას  ძირითად და სავალდებულო რესურსად გამოიყენება. გამონაკლისი დაიშვება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მას შემდეგ, რაც 2011 წლის 11 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N36/ნ ბრძანებით დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმა (რომელიც ამჟამადაც მოქმედებაშია) 2011 და 2012 წლებში განხორციელდა I-XII კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირება.

გარდა ამისა, 2012-2013 წლებში გრიფი მიენიჭათ ზოგიერთ სავალდებულო („ქართული, როგორც მეორე ენა“ და „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“) და არჩევითი („შესავალი თანამედროვე ფიზიკაში“, „ეკონომიკა და სახელმწიფო“, „მსოფლიო კულტურა“) საგანების სახელმძღვანელოებს/სერიებს.

2012 წელს ბილინგვურად, სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა 2011 წელს გრიფმინიჭებული დაწყებითი სახელმძღვანელოები/სერიები, პრინციპით 1 საგანი - 1 სახელმძღვანელო/სერია.  

2013-2014 სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ყველა საჯარო სკოლის, მათ შორის არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების და კერძო სკოლის ზოგიერთი კატეგორიის მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას.

ამჟამად დამტკიცებულია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა I-VI კლასებისათვის, რომელიც დაინერგება 2018-2019 სასწავლო წლიდან. მიმდინარეობს შესაბამისი სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების გამოცხადებისთვის მზადება.

 



სიახლეების არქივი

<<

>>

ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი