7 სექტემბერს 12 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი ინფორმატიკასა და ფიზიკაში საერთაშორისო ოლიმპიადაში
გამარჯვებულ მოსწავლეებს - ცოტნე ტაბიძეს, გრიგოლ ფერაძეს, თეიმურაზ
ღოღობერიძესა და ლევან კანკაძეს შეხვდება და მათ ფულად ჯილდოებს, საპატიო
სიგელებსა და წიგნებს გადასცემს.