Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
08/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვიტორიო სანდალიმ თანამშრომლობის შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
08/04/2011
აუტიზმით დაავადებულთა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა 198-ე საჯარო სკოლის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები მოინახულა და მათ კომპანია ”ბარამბოს” წარმომადგენლებთან ერთად ტკბილეული გადასცა.
07/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ საჯარო სკოლას ძველი სახელი - ”თბილისის კლასიკური გიმნაზია” დაუბრუნდა.
06/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში სადაზღვევო კომპანია ,,ალფასა’’ და ,ავერსის საქველმოქმედო ფონდის” მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.
05/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 36 სტაჟირებაგავლილ პრაქტიკანტს სერტიფიკატები გადაეცათ.  თბილისის ივ. ჯავახიშვილის, საქართველოს  ტექნიკური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვა უმაღლეს სასწავლებლების სტუნდენტებმა და მაგისტრანტებმა 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე სასწავლო პრაქტიკა  სამინისტროში და მის დაქვემდებარებაში შემავალ სტრუქტურებში გაიარეს.
05/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
04/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური  თბილისის N42 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ლექციას დაესწრნენ.
02/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში პრეტესტის მიმდინარეობას გაეცნენ.
01/04/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და  UEFA-ს ვიცე–პრტეზიდენტმა სენეშ ერზიკმა ირაოს სტადიონზე საჯარო სკოლებს შორის საფეხბურთო ტურნირი ”სკოლბურთი”  გახსნეს.
01/04/2011
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კოკურსის მიმდინარეობას დაესწრო. სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს 2011 წლის 4 აპრილის ჩათვლით ჩაატარებს.
31/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის სკოლა-ლიცეუმ  „მწიგნობართუხუცესში“  ხოლო, მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ”ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში”   მანდატურები წარადგინეს.
31/03/2011
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. კვალიფიციურ   პედაგოგთა ამ ნაკადში   დიდი ნაწილი ავსტრალიიდან არის,  მათ შორის არიან მოხალისე მასწავლებლები ამერიკიდან, ინგლისიდან, კანადიდან.
30/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ”საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების”  ხელმძღვანელმა დავით ლაგვილავამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
29/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორის მოადგილემ იაკიმ პარკერმა პროფესიული კოლეჯების პედაგოგებს თანამედროვე სასწავლო მასალები წარუდგინეს.
29/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაციის  თემაზე ორდღიანი კონფერენცია გახსნა. სამინისტროსა და Microsoft-ის ერთობლივ ღონისძიებას Microsoft-ის წარმომადგენლობის გენერალური მენეჯერი საქართველოში  დავით ასათიანი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განათლების მენეჯერი თეოდორ მილევი უძღვებოდნენ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >