Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
14/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზი გახსნა, რომლის რეაბილიტაციაც კომპანია ”როიალ 2009”-ამ განახორციელა. აუზი  დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარკვეული შეღავათებით  მოემსახურება.
13/12/2010

ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული საუკეთესო გაკვეთილისთვის 3 პედაგოგი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.

11/12/2010

თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ხელბურთის სახეობაში შეეჯიბრნენ. ფინალურ შეჯიბრში ერთმანეთს მერვე კლასის მოსწავლეები შეხვდნენ. ხელბურთში შეჯიბრი სპორტის გაკვეთილების ფარგლებში ტარდება.

10/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2010 წლის შედეგები მასმედიის წარმომადგენლებთან გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში შეაჯამა.
10/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე სპეციალური მასწავლებლის სტანდარტის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა წარმოადგინეს
10/12/2010
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, დიმიტრი შაშკინმა გამოჩენილ მეცნიერს, ასტროფიზიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოსს, ბატონ ჯუმბერ ლომინაძეს ნაყოფიერი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის ბრწყინვალების ორდენი გადასცა.
09/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
09/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა სამინისტროს 2010 წლის ანგარიში პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2009-2012 წლები) განხორციელების შესახებ.
08/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ცეკვის მასწავლებელთა სემინარის მიმდინარეობას გაეცნო. კონკურსის წესით შერჩეული 50 ცეკვის მასწავლებელი, სემინარის გავლის შემდეგ, საპილოტე პროექტის ფარგლებში თბილისის სკოლებში შევლენ და ქართულ ცეკვებს შეასწავლიან მოსწავლეებს.
08/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ 2010 წელს განხორციელებული რეფორმის ანგარიში წარუდგინა.
08/12/2010
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ,   თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში მორიგი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო გახსნა.
08/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
07/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოქვის სახარების გადასარჩენად გამართულ საქველმოქმედო აქციას დაესწრო. დიმიტრი შაშკინის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება მოქვის სახარების გადარჩენის პროცესში
07/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მელაძე კალათბურთში საბურთალოს რ-ნის საჯარო სკოლებს შორის  ჩატარებული ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრნენ.
07/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე 202-ე  უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონს ეწვია და სადაზღვევო კომპანია ,,ალფას’’ მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >