Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
08/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ცეკვის მასწავლებელთა სემინარის მიმდინარეობას გაეცნო. კონკურსის წესით შერჩეული 50 ცეკვის მასწავლებელი, სემინარის გავლის შემდეგ, საპილოტე პროექტის ფარგლებში თბილისის სკოლებში შევლენ და ქართულ ცეკვებს შეასწავლიან მოსწავლეებს.
08/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ 2010 წელს განხორციელებული რეფორმის ანგარიში წარუდგინა.
08/12/2010
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ,   თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში მორიგი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო გახსნა.
08/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
07/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოქვის სახარების გადასარჩენად გამართულ საქველმოქმედო აქციას დაესწრო. დიმიტრი შაშკინის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება მოქვის სახარების გადარჩენის პროცესში
07/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მელაძე კალათბურთში საბურთალოს რ-ნის საჯარო სკოლებს შორის  ჩატარებული ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრნენ.
07/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე 202-ე  უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონს ეწვია და სადაზღვევო კომპანია ,,ალფას’’ მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.
07/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ტეხასის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი რონალდ აქვა.
06/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და English book Georgia-ს ორგანიზებით მიმდინარეობს
06/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს გია მურღულიას წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ბრწყინვალების ორდენი გადასცა.
05/12/2010
ავიაკომპანიამ „აირზენა“,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად  კონკურსის „გახდი ავიატორი“ ფარგლებში აქცია მოაწყო.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანიმა ბათუმში   გადააფრინა 40-მდე  ბავშვი სოციალურად დაუცველი და ლტოლვილთა ოჯახებიდან.
04/12/2010
სკოლის მანდატურებმა   სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს. სამტრედის №15 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს მანდატურებმა  საჩუქრები გადასცეს.
04/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, დავით კერესელიძესთან ერთად, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ახალ ხელოვნურსაფარიან მინიფეხბურთის მოედანზე გამართულ ამერიკულ ფეხბურთს დაესწრო.
04/12/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლომდებარე სოფლების პედაგოგებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში  გამართულ ტრენინგს დაესწრო.
03/12/2010
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს,  თბილისის 31-ე საჯარო სკოლის   ინიციატივით, კ.მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა კონცერტი გამართა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >