Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
30/10/2010
სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციები გრძელდება. 40 მანდატური და  №1 , №10 ,  № 157 ,  №29,  №52    სკოლის  მოსწავლეები  თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრს ეწვივნენ.
29/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართული  კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა. 29 ოქტომბერს ასევე გაიმართა  1893 წელს გამოცემული აკაკი წერეთლის ”სალამურის” ზუსტი ასლის  პრეზენტაცია.
28/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  ევროპული ქვეყნების კერძო სკოლათა ასოციაციის წარმომადგენლებს  შეხვდა.  დელეგაცია ლატვიის კერძო სკოლათა კავშირის  წევრებით იყო  წარმოდგენილი.
28/10/2010
სკოლის მანდატურებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს. 40 მანდატური გლდანის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრა და საჩუქრად წიგნები, ტკბილეული და სათამაშოები  გადასცა.
28/10/2010
სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, საჯარო სკოლებში პროგრამა ,,აინშტაინის”  განხორციელება დაიწყო.
27/10/2010
სოფელ მლეთაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოინახულა და სკოლის ბიბლიოთეკას კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა გადასცა.
27/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის დიდი ალეგენის კანცლერს, პროფესორ კურტის პორტერსა და კარნეგი მელონის უნივერისტეტის კომპიუტერული მეცნიერების სკოლის აზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორს პროფესორ ჯონ კანგის შეხვდა.
26/10/2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატვით 26 ოქტომბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამის ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება. პროგრამა ,,აინშტაინი’’ საბუნებისმეტყველო საგნებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობას ითვალისწინებს.

26/10/2010
2010-2011 სასწავლო წლის 31 ოქტომბრიდან 28 ნოემბრემდე ერთდოულად ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის  პირველი ტური ჩატარდება.
26/10/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
26/10/2010

აკაკი წერეთლის  ნაწარმოებების საჯარო კითხვა სახელწოდებით - ”ერთად ვკითხულობთ აკაკის” ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეულის ფარგლებში  გაიმართა.  საჯარო კითხვაში  უნივერსიტეტის სტუდენტები  და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

25/10/2010
აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა.
23/10/2010
”საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანება“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლის დირექტორებს გადაამზადებს.
23/10/2010
„დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“ აქციის  ფარგლებში  მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად  თბილისის ხუთ საჯარო სკოლაში ხეები დარგეს.
23/10/2010
პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში ჩამოსულ 100-მდე ინგლისურენოვან  მასწავლებელს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრმა უმასპინძლა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >