Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
06/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გარდაბანში ქართული ენის სახლი გახსნეს. ქართული ენის სახლში  ამ რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.
06/12/2011
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა  ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან,  კანადიდან, ავსტრალიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.
05/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეთორემეტეკლასელს შეხვდა და ის ცვლილებები გააცნო, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ   კანონში  2012 წლის 1 იანვრიდან შევა. ლიბერალური ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:
04/12/2011
ქუთაისის ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორები ქართულ ენაში ტრენინგს გადიან. ინტენსიური ტრენინგის კურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
03/12/2011
საქართველოს პრეზიდენტმა  საძირკველში კაფსულის ჩაშვებით გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრისა და საცურაო აუზის  მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პირველი სამშენებლო სამუშაო სიმბოლურად თავად  პრეზიდენტმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეასრულა.
03/12/2011
სოფელ ახუთში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების ახალი საგანამანათლებლო დაწესებულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გახსნა.
03/12/2011
მანდატურები გორის კლინიკაში არსებულ  ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ესტუმრნენ, მანდატურებმა მოზარდები მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.
02/12/2011
თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის შვიდი მეთორმეტეკლასელი ორი კვირით ლონდონში გაემგზავრება. ეს გადაწყვეტილება დიმიტრი შაშკინმა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლა-პანსიონში სტუმრობისას მიიღო.
02/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყირგიზელ ბიზნესმენებს შეხვდა და პირადად გააცნო  ის რეფორმები, რომელიც ჩვენი ქვეყანის განათლებისა და მეცნირების სფეროში მიმდინარეობს.
01/12/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანული კომპანია ”ფიუვეს” წარმომადგენელმა ინგე ბერგერმა მასწავლებლის სახლში თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერეს ხელი და საერთაშორისო კონფერენცია გახსნეს.
30/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფოთის პროფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი’’ ახალი სამკერვალო სახელოსნო გახსნა. სახელოსნო გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამედროვე სამკერვალო ტექნიკით აღიჭურვა.
30/11/2011
ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
29/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ თბილისის №60 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი კომპიუტერული თამაში ”ხელოვნება” გააცნო. თამაში სკოლებში სასწავლო პროგრამის პარალელურად დაინერგება და მოსწავლეებს მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის შესწავლაში დაეხმარება.
29/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ქუთაისში პროფესიულ კოლეჯში ,,იბერია’’ დურგლის ახალი სასწავლო სახელოსნო გახსნეს. სახელოსნოს მშენებლობას საფუძველი 2011 წლის 9 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუყარა.
28/11/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი  შაშკინმა და საქართველოში ვატიკანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა  ფილიპო ჩამპანელიმ თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების უნიკალური გამოცემა წარუდგინეს და წიგნის რამდენიმე ეგზემპლიარი სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >